ეკოსითი ნუცუბიძე არის ბიზნეს კლასის საცხოვრებელი კომპლექსი, განლაგებული 8600 კვ. მ. ფართობზე, თბილისის ერთერთ ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა რაიონში!




მეტი ჰაერი
ნუცუბიძის პლატო არის თბილისის ერთერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა რაიონი!
სუფთა ჰაერს უზრუნველყოფს რაიონის შემაღლებული განლაგება, დატვირთული გზების (და შესაბამისად გამონაბოლქვის) ნაკლებობა და სიახლოვე ლისის გამწვანებულ ტერიტორიებთან.
აგრეთვე, კომპლექსის ტერიტორიაზე 2000 კვ.მ. დაეთმობა რეკრეაციულ ზონას, სადაც განლაგდება გამწვანებული ეზო, სარბენი ბილიკით.
მინდა მეტი ჰაერიმეტი სიმყუდროვე
ჩვენი კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა მყუდრო და ჯანსაღი გარემო.
ეზოში განლაგდება სატრენაჟორო მოედანი, სარბენი ბილიკი, საცოცი კედელი და დასასვენებელი ზონა. თქვენი ბავშვებისთვის გათვალისწინებულია სათამაშო და გასართობი მოედნები.
კომპლექსის ტერიტორია იქნება შემოღობილი და აღჭურვილი შლაგბაუმით. პერიმეტრზე დამონტაჟდება სამეთვალყურეო კამერები. დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს დაცვის სამსახური 24 საათიან რეჟიმში.
მინდა მეტი სიმყუდროვე




მეტი კომფორტი
დღეს, კომფორტი წარმოუდგენელია თანამედროვე საყოფაცხოვრებო სისტემების გარეშე. ამიტომ ჩვენს კომპლექსში გათვალისწინებულია: ჩუმი ჰიდრავლიკური ლიფტი, დომოფონი, სადარბაზოს ავტომატური განათება და თანამედროვე კარ-ფანჯარა მაღალი თბო და ხმის იზოლაციით.
ყველა ბინას აქვს ნათელი და ფართო აივანი, შთამბეჭდავი ხედებით.
თქვენი ავტომობილებისთვის გათვალისწინებულია ორ დონიანი მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგი.
ნებისმიერ საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ ისარგებლოთ კეთილგანწყობილი კონსიერჟის მომსახურებით.
მინდა მეტი კომფორტიმეტი ეფექტურობა
ჩვენი კომპლექსის მშენებლობა ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიებით და უსაფრთხოების ყველა სტანდარტის გათვალისწინებით.
მშენებლობაში გამოიყენება HEKIMBOARD - უახლესი ენერგოეფექტური სამშენებლო მასალა მთელი რიგი უპირატესობებით. მისი გამოყენება ზრდის მშენებლობის ტემპს და აგრეთვე უზრუნველყოფს უმაღლესი დონის ხმის და თბო იზოლაციას.
ჩვენს მიერ აშენებული კორპუსების უპირატესობას ასევე წარმოადგენს "დათბუნებული" იატაკი და ჭერი, რის შედეგადაც საყოფაცხოვრებო ხარჯი 60%-დე მცირდება!
მინდა მეტი ეფექტურობა




საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა სრულდება 15 თვეში!



შეიძინე ბინა შენზე მორგებული გადახდის პირობებით:
ჩვენთან მოქმედებს 30 თვიანი შიდა უპროცენტო
განვადება, წინასწარი შენატანის გარეშე!
გაიგე პირველმა ჩვენი აქციის პირობები!
მხოლოდ 31 მარტამდე, გაანაწილე ბინის მთლიანი ღირებულების 30%
20 თვეზე, დარჩენილი 70% კი დაფარე 20 თვის თავზე!