ბინები კრწანისში

მეტი ჰაერი

ეკოსითი კრწანისი მდებარეობს თბილისის ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა უბანში, მეტი დეველოპმენტი კი ინარჩუნებს და აუმჯობესებს საცხოვრებლად იდეალურ გარემო პირობებს. ეკოსითი კრწანისის რეკრეაციულ ზონაში მოეწყობა მოსასვენებლი და გასართობი სივრცეები. პერიმეტრი უზრუნველყოფილი იქნება ველო-ბილიკით, ელექტრო სკუტერებისა და ელექტრო გორიალას დამტენებით.

გარემოს ეკოლოგიურობისათვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების სეპარირება. იგი იცავს პლანეტას და თავიდან იცილებს ნარჩენების გარემოზე ზემოქმედებას. ამიტომ, ეკოსითი კრწანისის პერიმეტრზე დაიდგმება სეპარირებული ურნები.

ბინები კრწანისში

მეტი სიმყუდროვე

ეკოსითი კრწანისის ეზოში მყუდრო და წყნარი გარემო მოეწყობა. ბავშვებისთვის გათვალისწინებული იქნება სათამაშო და გასართობი მოედნები. როგორც კორპუსი, ასევე კომპლექსის მთლიანი ტერიტორია ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე. ცალკე ყურადღება დაეთმობა შინაურ ცხოველებს, მათთვის ეკოსითი კრწანისის ეზოში მისაბმელები და წყლის ონკანები დამონტაჟდება.

კომპლექსის პერიმეტრს გააკონტროლებს სამეთვალყურეო კამერები. ხოლო, ტერიტორია შემოიღობება და გამოიყოფა შლაგბაუმით.

მობინადრეების უსაფრთხოებაზე 24 საათის განმავლობაში დაცვის სამსახური იზრუნებს.

ბინები კრწანისში

მეტი სილამაზე

თბილისის ისტორიული ცენტრის ყველაზე ლამაზ ხედებს, სწორედ თქვენი მომავალი ბინის აივანი გადაჰყურებს!

არანაკლებ ესთეტიურ სიამოვნებას მოგანიჭებთ თვითონ კომპლექსის ფასადი, მოპირკეთებული ბუნებრივი ქვით და ფუნდერმაქსის ხის ფაქტურის ავსტრიული პანელებით.

ტრავერტინითა და მარმარილოთი მოპირკეთებული სადარბაზოები კი არცერთ გემოვნებიან მომხმარებელს არ დატოვებს გულგრილს.

ბინები კრწანისში

მეტი კომფორტი

ჩვენთან, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა თავად დააგეგმაროთ ბინის შიდა კონფიგურაცია და დიზაინი.

აბსოლუტურად ყველა ბინას აქვს ნათელი და ფართო აივანი.

ეკოსითის კორპუსებში დამონტაჟდება ჩუმი ჰიდრავლიკური ლიფტი, დომოფონი, სადარბაზოს ავტომატური განათება. კომპლექსის მაცხოვრებლებს მოემსახურება კონსიერჟი.

თქვენი ავტომობილებისთვის გათვალისწინებულია მიწისქვეშა და მიწისზედა პარკირება ელექტრო-მობილების დამტებენით.

ბინები კრწანისში

მეტი ეფექტურობა

ჩვენი კომპლექსის მშენებლობა ხორციელდება თანამედროვე ტექნოლოგიებით და უსაფრთხოების ყველა სტანდარტის გათვალისწინებით.

მშენებლობაში გამოიყენება HEKIMBOARD-ი - ენერგოეფექტური სამშენებლო მასალა მთელი რიგი უპირატესობებით! ის ზრდის მშენებლობის ტემპს და ამასთან ერთად უზრუნველყოფს უმაღლესი დონის ხმის და თბო იზოლაციას.

გარდა ამისა, ჩვენ ვათბუნებთ იატაკსა და ჭერს, რაც ჯამში საყოფაცხოვრებო ხარჯის 60%-დე შემცირებას უზრუნველყოფს!

ბინები კრწანისში

მშენებლობის ეტაპები

ბინები კრწანისში
ბინები კრწანისში

შეიძინე ბინა შენზე მორგებული გადახდის პირობებით:

თუ გსურს ისარგებლო აქციით, შეავსე მოცემული ველები და ჩვენი პროექტების მენეჯერი დაგიკავშირდება!