„მეტი ჰოლდინგმა“ ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლებს უმასპინძლა

25 მარტს, „მეტი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა - პაპუნა ხაზალიამ და „მეტი დეველოპმენტის“ გენერალურმა დირექტორმა - შოთა ანდრიაძემ ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენელს - პაველ ზელენკას უმასპინძლეს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო ურთიერთობის და თანამშრომლობის დეტალები. ბატონი პაველ ზელენკას განცხადებით, ჩეხეთის რესპუბლიკას აქვს მაღალკვალიფიციური გამოცდილება ახალ სამშენებლო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, რაც მათ ქვეყანაში ცათამბჯენებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგებობების აქტიურმა მშენებლობამ განაპირობა. საელჩოს წარმომადგენლის ინიციატივით, ორმხრივი, მჭიდრო და გრძელვადიანი თანამშრომლობისას, მოხდება „მეტი დეველოპმენტისათვის“ ახალი ტექნოლოგიების გაცნობა და, რაც მთავარია, მათი დანერგვა მშენებლობის პროცესში. ახალი ტექნოლოგიები წარმოადგენენ ბეტონის გადამუშავებისა და მზის ენერგიის დანადგარებს, რომლებიც დღეს, ევროპის მოწინავე ქვეყნებში, მაღალი სტანდარტებით მშენებლობისას გამოიყენება.

მსგავსი სტატიები