„მეტი დეველოპმენტი“ მწვანე შენობების სერტიფიცირების პროცესით დაინტერესდა

დღეს „მეტი დეველოპმენტი“ მასპინძლობდა ორგანიზაციის „მწვანე მშენებლობის საბჭო საქართველო“ (Green Building Council Georgia) წარმომადგენელს, ბატონ ლევან ნათაძეს, რომელმაც „მეტი დეველოპმენტის“ გუნდს ჩაუტარა საინფორმაციო ხასიათის პრეზენტაცია მწვანე შენობების სერტიფიცირების პროცესების შესახებ.

სერტიფიცირების მიზანია შენობის გარემოს დაცვასთან, სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებთან დაკავშირებული მახასიათებლების გაზომვა-დადასტურება. USGBC-ის თანახმად, სერტიფიცირება ადასტურებს ასევე იმას, რომ შენობებში გაუმჯობესებულია მომხმარებლების პროდუქტიულობა. ასევე, სერტიფიკატი ადასტურებს იმას, რომ შენობაში არის ჯანმრთელი გარემო მოსარგებლეთათვის და შემცირებულია გარემოზე მავნე ზემოქმედება.

მსოფლიოში მწვანე მშენებლობაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ასე, მაგალითად, მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ პროექტების რაოდენობა, რომლებმაც მიიღეს მწვანე შენობების სერტიფიკატი, 2006 წელს იყო მხოლოდ 296, ხოლო 2018 წლისთვის სერტიფიცირებული პროექტების რაოდენობამ 67000 გადააჭარბა. მთელ მსოფლიოში მწვანე სივრცეების შექმნა და მართვა, ასევე ზემოხსენებული სერტიფიცირება, კომპანიების კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. მეტიც, საქართველოში სამშენებლო სექტორში მწვანე მიდგომები ბოლო ათი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გააქტიურდა. ბაზრის მხრიდან გაძლიერდა მოთხოვნები სამშენებლო ფიზიკის ისეთ პარამეტრებზე, როგორიცაა: თბოტექნიკური, აკუსტიკური, ინსოლაციური, კლიმატური და სხვ. ინდუსტრიაში დაინერგა უფრო სუფთა წარმოების პრინციპები. აღსანიშნავია, რომ „მეტი დეველოპმენტის“ ყველა ახალი პროექტი მეტწილად პასუხობს როგორც თანამედროვე გამოწვევებს, ისე მწვანე შენობების სტანდარტებს: აშენებულია მწვანე არქიტექტურის პრინციპით, არის ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან აშენებული, მაღალი თბოიზოლაციით და მეტი ხმის იზოლაციით, ამცირებს ზიანს გარემოზე. „მეტი დეველოპმენტის“ გენერალურმა დირექტორმა, პაპუნა ხაზალიამ და ორგანიზაცია „მწვანე მშენებლობის საბჭო საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლევან ნათაძემ ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პირობების შესახებ და ეკოსითის სერტიფიცირების შესაძლებლობებზე.

მსგავსი სტატიები