• რომელ ოთახში რომელი მცენარე უნდა გვქონდეს?

რომელ ოთახში რომელი მცენარე უნდა გვქონდეს?

მცე­ნა­რე ოთახ­ში აჯან­სა­ღებს ჰა­ერს - გა­მო­ყოფს ჟანგბადს და შთან­თქავს ნახ­ში­როჟანგს. გთა­ვა­ზობთ მცირე ჩა­მო­ნათ­ვალს, რო­მე­ლი მცე­ნა­რე უნდა გა­ა­ხა­როთ თქვენს სახ­ლსა თუ ოფის­ში:

მცენარეები მი­სა­ღე­ბი­სა და ოფი­სის­თვის:

პა­ტი­ფი­ლუ­მი (Peace lily) - შთან­თქავს ისეთ სი­ბინ­ძუ­რე­ებს, რო­გო­რი­ცაა ფორ­მალ­დე­ჰი­დი, Trichloroethylene (გვხვდე­ბა პლასტმას­ში), ბენ­ზო­ლი (გვხვდე­ბა სა­ღე­ბა­ვებ­ში), ქსი­ლო­ლი (გვხვდე­ბა წე­ბო­ში). მცე­ნა­რეს უყ­ვარს სი­ნათ­ლე. სამ­წუ­ხა­როდ, ეს მცე­ნა­რე ტოქ­სი­კუ­რია ძაღ­ლე­ბი­სა და კა­ტე­ბის­თვის, ამი­ტომ სახ­ლში მათი ყო­ლის შემ­თხვე­ვა­ში, იყა­ვით ფრთხი­ლად.

ფუ­ფა­ლა (Areca Plant) - პალ­მი­სებრთა ოჯა­ხის ეს მცე­ნა­რე აქ­ტი­უ­რად ჟანგბადს დღი­სით გა­მო­ყოფს, აუმ­ჯო­ბე­სებს და აღად­გენს ჰა­ე­რის ტე­ნი­ა­ნო­ბას ზამ­თრის მშრალ დროს და შთან­თქავს ტოქ­სი­ნებს. ამი­ტომ, უმ­ჯო­ბე­სია, თუ ეს მცე­ნა­რე ისეთ ოთახ­ში იქ­ნე­ბა, სა­დაც დიდ დროს ატა­რებთ. NASA-ს აზ­რით, ეს პალ­მა აქ­რობს ფორ­მალ­დე­ჰიდს (ჭი­ან­ჭვე­ლამ­ჟა­ვა). რო­გორც წესი, ამ ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავს ავე­ჯი და ხა­ლი­ჩე­ბი.

მცენარეები სა­ძი­ნებ­ლის­თვის:

სან­სე­ვი­ე­რია (ე.წ. სი­დედ­რის ენა Mother-in-law's tongue) - ეს მცე­ნა­რე გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რად ჟანგბადს სწო­რედ ღა­მით გა­მო­ყოფს, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია ის სა­ძი­ნე­ბელ­ში გქონ­დეთ. მცე­ნა­რის კი­დევ ერთი პლუ­სი ის არის რომ უპ­რე­ტენ­ზი­ოა - ად­ვი­ლად იტანს ნე­ბის­მი­ერ პი­რო­ბებს (ჩრდილს, მკვეთრ შუქს, მშრალ და ტე­ნი­ან ჰა­ერს)

კა­უ­ჩუ­კის ფი­კუ­სი (Rubber plant) - მცე­ნა­რის მსუ­ქა­ნი და მუქი მწვა­ნე ფოთ­ლე­ბი, ფილტრავს ფორ­მალ­დე­ჰიდს, ბენ­ზოლს, ამი­აკს.

მცენარეები სა­მუ­შაო ად­გი­ლის­თვის:

ეპიპ­რემ­ნუ­მი (Money plant ან Golden pothos) - ეპიპ­რემ­ნუ­მი ასე­ვე შთან­თქავს ტოქ­სი­ნებს. შე­გიძ­ლი­ათ ის სა­მუ­შაო მა­გი­და­ზე, კომ­პი­უ­ტე­რის გვერ­დით დად­გათ. მცე­ნა­რე სწრა­ფად იზ­რდე­ბა და ხში­რად მორ­წყვა­საც არ სა­ჭი­რო­ებს. გახ­სოვ­დეთ, რომ ეს მცე­ნა­რეც ტოქ­სი­კუ­რია ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის­თვის.

დრა­ცე­ნა (Dracaena) - დრა­ცე­ნა ჰა­ე­რი­დან შთან­თქავს: ბენ­ზოლს, ქსი­ლოლს, ტო­ლუ­ოლს (არო­მა­ტუ­ლი თხე­ვა­დი ნახ­შირ­წყალ­ბა­დი; იყე­ნე­ბენ ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის, სა­ღე­ბა­ვე­ბის, სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში.) ანე­იტ­რა­ლებს მავ­ნე ნივ­თი­ერ­ბებს, რომ­ლი­თაც გა­რე­მოს აბინ­ძუ­რე­ბენ პრინ­ტე­რე­ბი, ქსე­რო­ქ­სის მან­ქა­ნე­ბი. გარ­და ამი­სა, დრა­ცე­ნას და­მამ­შვი­დე­ბე­ლი და სტრე­სის მომხსნე­ლი ეფექ­ტი აქვს.

მსგავსი სტატიები