• რა არის ჭკვიანი სახლი?

რა არის ჭკვიანი სახლი?

რამდენჯერ აბრუნებულხართ სახლში იმის შესამოწმებლად, ხომ არ დაგრჩათ ჩართული გაზი, წყალი ანდა კარი ხომ არ დატოვეთ ღია? ეს იმ პრობლემების მცირედი ნაწილია, რომელსაც ჭკვიანი სახლი სამუდამოდ დაგავიწყებთ.

ჭკვიანი სახლის სისტემა არის კომპლექსური გადაწყვეტილებების ავტომატიზაცია, რომელიც თავიდან გაცილებთ ყოველდღიურ რუტინულ საქმეებს, ჰქმნის უსაფრთხო გარემოს და გიმცირებთ ხარჯებს.
მისი საშუალებით შეძლებთ მართოთ სახლის განათება, წყალი, გათბობა, ტელევიზია, კონდიციონერი, ტენიანობა, ტემპერატურა - ხმოვანი ბრძანებით ან თქვენს მობილურებსა და სხვა ნებისმიერ ტექნიკაში ჩაშენებული აპლიკაციის დახმარებით. ჭკვიანი სახლი არა მხოლოდ მართავს ბინაში არსებულ ნებისმიერ სისტემას, არამედ გეხმარებათ სახლის საქმეების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

რა უპირატესობები გააჩნია ჭკვიან სახლს?

ჭკვიანი სახლი ამცირებს კომუნალურ გადასახადებსაც. ჭკვიანი დენცქვიტა თვლის, თუ რამდენ ენერგიას მოიხმარს მასზე შეერთებული ტექნიკა, რისი მეშვეობითაც გეცოდინებათ, რომელი მოწყობილობები ხარჯავენ ყველაზე მეტ ელექტროენერგიას. ასევე სახლიდან გასულს, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სახლის გათბობის, წყლისა და ელექტროენერგიის კონტროლი, რის შედეგადაც აღარ მოგიწევთ დიდი კომუნალური ხარჯის გაწევა.

ჭკვიანი სახლი ისეთ საფრთხეებსაც აგარიდებთ თავიდან, როგორიც არის ხანძარი, გაზის და წყლის განჟონვა და ა.შ. ის ასევე ჰქმნის უსაფრთხო და მარტივ გარემოს ბავშვებისთვის, მოხუცებულებისთვის და შშმ პირებისთვის.
საბოლოო ჯამში, ჭკვიანი სახლის მეშვეობით გაქვთ სრულად ავტომატიზირებული სივრცე, რომელიც გიმარტივებთ ყოველდღიურ ცხოვრებას, გიზოგავთ დროს, ენერგიასა და ფინანსებს.

თუ თქვენთვის კომფორტი და უსაფრხოება პრიორიტეტულია, მეტი დეველოპმენტი გთავაზობთ ჭკვიანი სახლის სისტემას თეთრი კარკასის ფასად! გადმოდი ეკოსითიში და იცხოვრე თანამედროვე და ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და გარემოში.

მსგავსი სტატიები